ფეხბურთი

10:45 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ასოციაცია "ვესტ ჰემის" გულშემატკივართა საქმეს გამოიძიებს (+VIDEO)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "ვესტ ჰემის" გულშემატკივრების აგრესიულ საქციელს პოლიციასთან ერთად გამოიძიებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაციას კლუბებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს და ფანების საქმეს განიხილავს.

"აპტონ პარკის" შესასვლელთან ახლოს, "ჩაქუჩების" გულშემატკივრები "მანჩესტერ იუნაიტედის" ავტობუსს აგრესიულად დახვდნენ, სხვადასხვა სახის მყარი საგნები ესროლეს და "წითელმა ეშმაკებმა" სტადიონზე შეაღწევა მხოლოდ პოლიციის ძალისხმევის შემდეგ შეძლეს. აღნიშნული ინციდენტის გამო, პრემიერლიგის გადადებული 35-ე ტურის შეხვედრა დათქმულ ვადაზე გვიან დაიწყო.

აქვე გთავაზობთ "ვესტ ჰემის" გულშემატკივრების თავდასხმას "მანჩესტერის" ავტობუსზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების რეაქცია თავდასხმაზე

0.141009