ფეხბურთი

10:32 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალს ინგლისელი, ევროპა ლიგის ფინალს კი, შვედი იმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალს “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი განსჯის. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი გვამცნობს. მისი ასისტენტები ასევე ინგლისელები ჯეკ კოლინი და სიმონ ბეკი იქნებიან, ხოლო ხაზის მსაჯები ანტონი ტეილორი და ანდრე მარინერი. რაც შეეხება მეოთხე არბიტრს, იგი უნგრელი ვიქტორ კაშაი იქნება.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” კლატენბურგთან კარგი მოგონებები აკავშირებს. ნახევარფინალში “ბაიერნთან” (1:0) მოგებულ მატჩს სწორედ ინგლისელი მსაჯი ემსახურებოდა.

რაც შეეხება ევროპა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას – შვედი იონას ერიქსონი მოემსახურება. მეოთხე არბიტრი სვენ მოენი გახლავთ ნორვეგიიდან, ხოლო ხაზის მსაჯები სტეფან იოჰანსონი და მარკუს სტრომბერგსონი იქნებიან. რაც შეეხებათ გვერდით მსაჯებს – მატიას კლასენიუსი და დანიელ ვარნმაკი.

0.126164