ფეხბურთი

20:02 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

112 წლიანი ისტორია დღეს წარსულს ჩაბარდება...

დღეს, ლონდონის “ვესტ ჰემი” მშობლიურ სტადიონს ემშვიდობება. 112 წლიანი ისტორიის შემდეგ “ბოლეინ გროუნდზე”, გნებავთ “აპტონ პარკზე” ბოლო მატჩი ჩატარდება. “ჩაქუჩები” ამ ისტორიულ თამაშს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გაამრთავენ.

“ბოლეინ გროუნდზე” ხსენებული 112 წლის განმავლობაში “ვესტ ჰემმა” 384 მატჩი ჩაატარა. ერთადერთ გულდასაწყვეტ ამბად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ ლეგენდარული სტადიონი პრემიერლიგურ ტიტულს ვერ მოესწრო.

ამ სტადიონზე 1981 წელს თბილისის “დინამოსაც” აქვს ნათამაშები და თანაც, როგორ?! – მაშინ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სახელოვანმა კლუბმა მასპინძლებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 4:1 მოუგო. ეს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში იყო.

“ვესტ ჰემის” საშინაო არენას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები უნახავს, როგორებიც 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონები ბობი მური, ჯეფრი ჰერსტი და მარტინ პეტერსი გახლდათ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ფინალური მატჩის გმირ ჰერსტს “აპტონ პაკრზე” 13 სეზონი აქვს გატარებული, ხოლო იმ მუნდიალის აღმოჩენა პეტერსს - თერთმეტი. მათ გარდა, ამ სტადიონზე ახლო წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელები გაიზარდნენ: ჯონ ტერი, ჯო კოული, რიო ფერდინანდი და ფრენკ ლამპარდი...

მოკლედ, “ვესტ ჰემის” ისტორიაში ერთი დიდი და სახელოვანი ფურცელი დღეს დაიხურება. ახალი სეზონიდან კი ეს გუნდი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს.

0.115906