ფეხბურთი

18:29 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშის” დიდი მიზნები – სუბოტიჩი გაფორმდება, რობენი და მანჯუკიჩი მიზანშია

სტამბულის “ბეშიქთაშმა” დორტმუნდის “ბორუსიას” სერბ მცველ ნევენ სუბოტიჩთან შეთანხმებას მიაღწია და 27 წლის ფეხბურთელი დამდეგი სეზონიდან კარიერას თურქულ გრანდში გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა “ბილდი” იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დაუჯდება სტამბულელებს სუბოტიჩის ტრანსფერი. ისე კი, ნევენი “დორტმუნდში” 2008 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ყოველთვის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო გარდა მიმდინარე სეზონისა.ტომას ტუხელი გამოცდილ სტოპერს წელს იშვიათად ენდობოდა და მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ 6 მატჩში მისცა.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, “ბეშიქთაში” ზაფხულში ტურინის “იუვენტუსის” ხორვატი შემტევის მარიო მანჯუკიჩისა და მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი გარემარბის არიენ რობენის ტრანსფერსაც უმიზნებს. რა გამოუვათ თურქებს ამ საქმიდან ახლო მომავალი გვაჩვენებს.

მოგეხსენებათ, “ბეშიქთაში” მიმდინარე სეზონს დამაჯერებლად ატარებს, თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ ადგილზეა და რომ იჩემპიონოს, დარჩენილ ორ მატჩში ერთი ქულის მოპოვება სჭირდება.

0.12168