ძიუდო

18:08 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ლიგა" - 210 000 ლარიანი საპრიზო ფონდით!

11 მაისს 17:00 საათზე ძიუდოს აკადემიაში გაიმართება ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უმცროს ჭაბუკებს შორის - "ოქროს ლიგა".

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 39 კლუბი იბრძოდა. საბოლოოდ, შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდა ის 8 საუკეთესო გუნდი, რომელიც "ოქროს ლიგაში" საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ეს გუნდებია:

შევარდენი-2005 (თბილისი)
გლადიატორი (გურჯაანი)
ლიდერი (თბილისი)
მებრძოლი-2015 (თბილისი)
ვიპ ძიუდო (გორი)
დურმიშხანი (ქარელი)
ლომჭაბუკი (გორი)
არაგველები (დუშეთი)

დღეს გაიმართა კენჭისყრა - http://gjf.ge/Sedegebi/oqros-liga-2016-cadet.pdf

ტურნირის 210 000 ლარიანი საპრიზო ფონდი უპრეცენდენტოა მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში საფესტივალო ასაკის მოზარდებში გამართულ სპორტულ ღონისძიებათა შორის.

ქვეყნის ჩემპიონ გუნდს ჯილდოდ 50 000 ლარი გადაეცემა.
ფინალისტი 40 000 ლარს მიიღებს.
მესამეადგილოსანი გუნდები 30 000 - 30 000 ლარით დაჯილდოვდებიან.
ბრინჯაოს მედლისთვის დამარცხებულ, ანუ მეხუთე ადგილზე გასულ კლუბებს 20 000 - 20 000 ლარი შეხვდებათ.
ბოლო ორ ადგილზე გასულ მეშვიდეადგილოსან გუნდებს კი 10 000 - 10 000 ლარი გადაეცემათ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური

0.118868