ფეხბურთი

17:02 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანიას განცხადება 

მერაბ ჟორდანია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ქუთაისის “ტორპედოს” შეძენას აპირებდეს. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა სპეციალურ განცხადებაში დაწერა. ეს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა:

“მეგობრებო, მოგესალმებით. ვადასტურებ, რომ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მქონდა საქმიანი საუბრები კლუბის მესვურებთან და მზად ვარ ჩემს მეგობრებს ვინც დღეს ქუთაისის „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო. ქუთაისის „ტორპედო“ ეს ის გუნდია, რომლის მაისურითაც მე არა ერთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ჯერ კიდევ შარშან განვაცხადე, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის შევეცდებოდი ამ გუნდისთვის მაქსიმალური დახმარება გამეწია. აქვე ვადასტურებ, რომ დახმარების წინადადებით მე ჩემი მშობლიური გუნდის ლანჩხუთის „გურიას“ წარმომადგენლებმაც მომართეს. ვიმეორებ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მზად ვარ ვიყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი”.

0.128407