ჩოგბურთი

17:13 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

წყვილების იმედად

სოფო შაფათავას კვალად, უნგრულ დიორში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს ეკატერინე გორგოძეც გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში უნგრელ ანა ბონდარს გაეჯიბრა და 3:6, 6:1, 0:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში შაფათავას და რუს ვალენტინა ივახნენკოს პირველი განთესვა გააჩნიათ და მეოთხედფინალში უნგრელებს – შაბოს და ტორონის გაეჯიბრებიან.

0.130595