ინგლისის ჩემპიონ “ლესტერის” მფლობელმა ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს 10-10 ათასი გირვანქა სტერლინგი გადასცა კაზინოში სათამაშოდ.
როგორც ცნობილია, ტაილანდელი მილიარდერი მისი გუნდის გაჩემპიონების აღნიშვნის შემდეგ გასართობად ერთ-ერთ კაზინოს ეწვია და 2,5 მილიონი გირვანქაც მოიგო. ახლა კი, როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ვიჩაიმ მოგებული ფული “ლესტერის” მოთამაშეებს გაუნაწილა იმავე კაზინოში სათამაშოდ.
ცოტა ხნის წინ დადებული პირობის თანახმად, “ლესტერის” მფლობელი მსოფლიო ფეხბურთის ამ სეზონის ხმაურიანი სენსაციის შემოქმედ ფეხბურთელებს მერსედესის მარკის ავტომობილებსაც გადასცემს და ლას ვეგასშიც გაგზავნის საკუთარი ხარჯებით.