ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ მორიგი რეკორდი დაამყარა.
ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მე-4 მატჩში “უორიორსმა” ოვერტაიმში 132:125 სძლია “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს”, კარიმ კი დამატებით ხუთწუთეულში 17 ქულა ჩააგდო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
საბოლოოდ, სტეფის მონაგარმა 40 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი შეადგინა, მატჩისშემდგომ პრეს-კონფენციაზე კი, “გოლდენ სტეიტის” თავკაცმა სტივ კერმა ამგვარად იხუმრა: “ოვერტაიმში 2 კომბინაცია გვქონდა: “მიეცით ბურთი კარის” და “უპასეთ კარის”.