ფეხბურთი

1:36 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 – შემადგენლობა უნგრეთმაც დაასახელა

უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნ სტორკმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის თავისი ნაკრების გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობიდან ის 23 ფეხბურთელი აარჩია, რომლებიც უნგრეთის ნაკრების ღირსებას ევრო 2016-ზე დაიცავენ.

გერმანელი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: გაბორ კირალი (“ჰოლოდაში”), დენის დიბუში (“ფერენცვაროში”), პეტერ გულაჩი (“ლეიპციგი”, გერმანია)

მცველები: ატილა ფიოლა (“პუშკაშ-აკადემია), გერგე კოჩიში (“პუშკაშ-აკადემია), ტამაშ კადარი (“ლეხი”, პოლინეთი), ბარნაბაშ ბეშე (“მტკ”), რიჩარდ გუმზიჩი (“ვისლა, “პოლონეთი), რონალდ იუჰაში (“ვიდეოტონი”), ადამ ლანგი (“ვიდეოტონი”), მიხაი კორჰუტი (“დებრეცენი”)

ნახევარმცველები: აკოშ ელეკი (“დიოშდერი”), ზოლტან გერა (“ფერენცვაროში”), ადამ ნადი (“ფერენცვაროში”), ლასლო კლიანჰაიესნერი (“ვერდერი”, გერმანია), ბალაჟ ჯუჯაკი (“ბურსასფორი”, თურქეთი), ადამ პინტერი ("ფერენცვაროში"), ზოლტან შტიბერი (“ნიურნბერგი”, გერმანია)

თავდამსხმელები: ადამ სჟალაი (“ჰანოვერი”, გერმანია), კრისტიან ნემეცი (“ალ გარაფა”, ყატარი), ნემანია ნიკოლიჩი (“ლეგია”, პოლონეთი), ტამაშ პრიშკინი (“სლოვანი”, სლოვაკეთი), დანიელ ბედე (“ფერენცვაროში”)

უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფში პორტუგალიასთან, ავსტრიასთან და ისლანდიასთან ერთადაა და პლეი-ოფში გასვლას სწორედ მათთან პაექრობაში ეცდება.

0.140169