ფეხბურთი

1:16 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 - უელსიც ცნობილია

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმანმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. უელსელეთა სიაშია რაღა თქმა უნდა, გარეტ ბეილი, რომელიც ნაკრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო ახლახან შეუერთდა.

უელსელთა 23-კაციანი სია კი ასეთია:

მეკარეები: უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დენი უორდი (“ლივერპული”, ინგლისი), ოუენ ფონ უილიამსი (“ივერნესი”, შოტლანდია)

მცველები: ეშლი უილიამსი (“სუონსი”, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), ბენ დეივისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ჯეიმს კოლინსი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), კრის განტერი (“რედინგი”, ინგლისი), ნილ ტეილორი (“სუონსი”, ინგლისი), ეშლი რიჩარდსი (“ფულემი”, ინგლისი)

ნახევარცველები: ჯო ლედლი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ჯო ალენი (“ლივერპული”, ინგლისი), დევიდ ბოგანი (“ნოტინჰემ ფორესტი”, ინგლისი), ჯონათან უილიამსი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ჯორჯ უილიამსი (“ფულემი”, ინგლისი), არონ რემსი (“არსენალი”, ინგლისი), ენდი კინგი (“ლესტერი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი ("რეალი", ესპანეთი), დევიდ კოტერილი (“ბირმინგემი”, ინგლისი), ჰელ რობსონ-კანუ (“რედინგი”, ინგლისი), საიმონ ჩერჩი (მკ დონსი, ინგლისი), სემ ვოუკსი (“ბარნლი”, ინგლისი)

5 ივნისს უელსელები სტოკჰოლმში შვედებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ და თამაშის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრებიან.

ევრო 2016-ზე უელსის ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს. ტურნირის პირველ მატჩს კოულმანის შეგირდები 11 ივნისს სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, 16 ივნისს ინგლისელებს დაუპირისპირდებიან, ჯგუფის ბოლო შეხვედრა კი 20 ივნისს რუსეთთან ელით.

0.118713