საუკეთესო დუნდულების მფლობელ “მის ბუმბუმ 2015”–ის გამარჯვებულის, სიუზი კორტესის „ინსტაგრამზე“ ღლაბუცი კრახით დასრულდა.
ფეხბურთელებზე დაგეშილმა გოგონამ, ირწმუნა რა თავისი ძუძუ–მკერდ–ბარძაყ–თეძოთა ვნებიანობა და მის მიმართ მამაკაცთა ოხვრა–ვაება, არც მეტი არც ნაკლები, ესპანური „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის „ინსაგრამზე“ მიიტანა „იერიში“ თავისი ეროტიკული ფოტოსურათებით.
მაგრამ ლიონელ მესი რისი მესია, მან მისმა მეგობარმა ქალბატონმა, ანტონელა როკუზომ მყისვე უკუაქციეს ძუძუ–თეძო მომარჯვებული შლეგი სიუზი და მტკიცედ დაბლოკეს.
„მის ბუმბუმ“ კორტესს ამის გაგონებაზე პირკატა ეცა, სავსე თეძო ერთი ვნებიანად შეარხია და გაოცებული სახით წარმოთქვა: მე მესის კი არ ვეპრანჭები, უბრალოდ „ბარსელონას“ დიდი გულშემატკივარი ვარ. იქნება ლეოს კიდეც უნდოდა ჩემი ფოტოებისთვის თვალის შევლება, მაგრამ მისი მეგობარი გოგონა, რომელიც სუსტი და გაუწონასწორებელია, ეჭვიანობისგან გაგიჟდა და ბლოკი იგი ჰქნა ჩემსა თავზედაო...