ფეხბურთი

11:06 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმების გამო დაბლოკილი ევრო 2016-ის გზა – სიმბოლური ნაკრები

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთში გასამართ კონტინენტის პირველობას ბევრი ცნობილი ფეხბურთელი დააკლდება. ამ მხრივ ყველაზე რთულ სიტუაციაში იტალიის ეროვნული ნაკრებია ჩავარდნილი, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში გასამაგზავრებელი სამი მოთამაშე უკვე მოისაკლისა.

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” სწორედ იმ ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი შექმნა, რომლებიც ტრავმების გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. გამონაკლისი მხოლოდ ქარიმ ბენზემაა, რომელიც სამშობლოში სხვა მიზეზით ვერ ითამაშებს.

ზემოხსენებული სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მატია პერინი (იტალია), ვინსენ კომპანი (ბელგია), ფაბიო კოენტრაუ (პორტუგალია), ილქაი გუნდოგანი (გერმანია), მარკო ვერატი (იტალია), კლაუდიო მარკიზიო (იტალია), დანი (პორტუგალია), დენის ჩერიშევი (რუსეთი), ალან იუჯი (ირლანდია), ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი (ინგლისი), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვე გასტანს - 10 ივლისს კონტინენტის უძლიერესი გუნდი გამოვლინდება.

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.972153