ფეხბურთი

1:08 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისი” პოიეტმა ჩაიბარა

ესპანური “ბეტისის” მთავარ მწვრთნელად გუსტავო პოიეტი დაინიშნა. 48 წლის ურუგვაელმა სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ხუან მერინო ჩაანაცვლა და კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ცნობისთვის, აქამდე პოიეტს ინგლისურ “ბრაიტონში” და “სანდერლენდში” და ბერძნულ აეკ-ში უმუშავია.

რაც შეეხება “ბეტისს”. სევილიურ კლუბს 37 ტურის თავზე 42 ქულა აქვს და ლა ლიგაში მე-14 ადგილი უკავია.

0.113193