ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიეს წყვილმა რომში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 399 000 ევრო) მერვედფინალში გააღწია.
კალაშნიკოვა და ჰსიე საწყის რაუნდში არგენტინელ მარია ირიგოენსა და პოლონელ ალისია როსოლსკას დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში 6:2, 6:7 (5:7), 10:6 იმარჯვეს.
ამ წარმატების წყალობით, ქართველმა და ტაივანელმა ჩოგბურთელებმა 105-105 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.
მერვედფინალში ოქსანა და სუ-ვეი მსოფლიოს უძლიერეს წყვილს გაეჯიბრებიან მარტინა ჰინგისისა და სანია მირზას შემადგენლობით.
ცხადია, შვეიცარიელი და ინდოელი ჩოგბურთელები Internazionali BNL d'Italia-ზე პირველ ნომრად არიან განთესილნი.