ჩოგბურთი

20:49 | 9.05.2016 | ნანახია 1900 - ჯერ

შაფათავა პირველ წრეში დამარცხდა

უნგრულ დიორშო სტარტი აიღო 25-ათასიანმა საერთაშორისო ტურნირმა, რომლის ძირითად ბადეშიც 2 ქართველი ჩოგბურთელი – სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე მოხვდა.

პირველი ბრძოლაში მე-3 ნომრად განთესილი შაფათავა ჩაება, რომელიც ხორვატ ტენა ლუკასს დაუპირისპირდა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:3, 2:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში სოფოს და რუს ვალენტინა ივახნენკოს პირველი განთესვა გააჩნიათ და ისინი ასპარეზობაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებიან.

რაც შეეხება გორგოძეს, ის პირველ წრეში უნგრელ ანა ბონდარს გაეჯიბრება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:03 | 15.08.2021
O. Mertskhali (8101)

შავ-თეთრი ფოტო რა არი?! - მეთქი რაღაც მოხდა..

0.063856
1900