საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის დასკვნით მატჩში თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოუგო.
მატჩის გმირი “დინამოს” ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან ამ ყველაფრის გაკეთება 18 წუთიანი ინტერვალით მოახერხა. ანგარიში ტაიმის ბოლოს, 39-ე წუთზე გახსნა, სამ წუთში კი პენალტით დუბლი გაიფორმა. ასევე თერთმეტრიანით გიორგი კახელიშვილმა ანტრაქტამდე ერთი ბურთვის გაქვითვა მოასწრო.
შესვენების მერე კი გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჯერ ქვილითაიამ მესამედ დალაშქრა გულულთა კარი, მერე კი პრესტიჟის გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 63-ე წუთზე თავი გიორგი ალავერდაშვილმა გამოიჩინა.
მანამდე დღის კიდევ ერთ მატჩი ფრედ დასრულდა. ივანწმინდაში “ჩიხურამ” ბოლნისის “სიონს” ტაიმი კი მოუგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გაუშვა და ფრე 1:1. შედეგი, რომელიც ხელს უფრო საჩხერელებს აძლევდა. ახლა “ჩიხურა” “სიონს” ისევ 4 ქულით უსწრებს, წინ კი, მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.
“ჩიხურა” – “სიონი” 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 მუმლაძე (39), 1:1 ვასაძე (54)
“დინამო” (თბილისი) – “გურია” 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 ქვილითაია (39), 2:2 ქვილითაია (42, პენ), 2:1 კახელიშვილი (45, პენ), 3:1 ქვილითაია (57), 3:2 ალავერდაშვილი (63)