ბრიტანეთის ნომერ პირველ ჩოგბურთელს ენდი მარეის ფრანგი ამელი მორესმო აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ თავად ენდიმ განაცხადა.
“ამ წლების განმავლობაში, როგორც კორტზე, ისე მის გარეთ, ამელისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის, ის ჩემთვის ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება”- განაცხადა მარეიმ.
ამელი მარეის ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა, ამ პერიოდში ბრიტანელმა შვიდი ტიტული მოიპოვა, აქედან ერთი პირველად გრუნტის საფარზე, ორჯერ “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში გააღწია და რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.