“სან ანტონიოს” ლიდერმა ტიმ დანკნამა “ოკლაჰომასთან” (111:97) წაგებულ მატჩში შეხვედრა ისე დაასრულა, რომ ბურთი კალათისკენ ერთხელაც კი არ უსვრია. მსგავსი რამ დანკანს ნბას-ში მისი 19-წლიანი კარიერის განმავლობაში არ მოსვლია. ტიმმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ დროში მეტოქის ფარს ერთხელაც არ შეუტია.
“ოკლაჰომასთან” პირველ სამ შეხვედრაში დანკანი საშუალოდ 4 ქულას და 4 მოხსნას აკეთებდა.