ფეხბურთი

16:37 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთგულებას ბერგამოშიც აფასებენ, "ატალანტამ" ლეგენდა გააცილა... (+VIDEO)

ალბათ, ხშირად გსმენიათ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კონკრეტულ გუნდს შესწირეს და გულშემატკივარს თავი ერთგულებით დაამახსოვრეს. ძირითადად, დიდი გუნდებიდან, დიდ ფეხბურთელებს. მაგრამ, ბერგამოს "ატალანტა", ერთი ჩვეულებრივი იტალიური გუნდი, გუშინ თავის ლეგენდას დაემშვიდობა.

ჯანპაოლო ბელინი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე აქტიურ საფეხბურთო კარიერას ასრულებს და კვირას ბერგამოში, "ატლეტი აძურიზე" "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ მას ტიფოზები შესაბამისად გამოემშვიდობნენ. სხვათა შორის, "ატალანტამ" აღნიშნულ შეხვედრაში (1:1) ქულა სწორედ ბელინის გატანილი გოლით მოიპოვა.

36 წლის ჯანპაოლოს სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. მას დებიუტი ლომბარდიულ კლუბში ჯერ კიდევ 1998 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა და მას შემდგომ შავ-ლურჯი მაისური 400-ზე მეტ მატჩში მოირგო. ბელინის იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 2000-2002 წლებში 15 თამაშიც ჩაუტარებია.

თეგებიატალანტა
0.128