ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოს მე-2 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მე-2 გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კი მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა.
აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ აღმოსავლეთისვე მე-16 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს ოშიდაშით აჯობა, შემდეგი ბრძოლა კი მაკუუჩის დებიუტანტ, აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა ნიშიკიგისთან ელის, რომელსაც კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
მაისის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმე ტოჩინოშინმა, თუმცა, ამაში მას მსაჯების შეცდომაც დაეხმარა. ლევანი დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, 37 წლის ამინიშიკის ერკინებოდა, როდესაც ამ უკანასკნელმა აქილევსის მყესი დაიზიანა და ტიკივილისგან დოჰიოზე დაეცა, თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველს ფეხი დოჰიოს მიღმა ჰქონდა გადგმული.
ასეა თუ ისე, ტოჩინოშინმა მოგებათა ბალანსი გახსნა და ეს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ნაცუ ბაშოზე ტრავმირებული (ნეკნი აქვს გატეხილი) ასპარეზობს. გორგაძე ტოკიოს ტურნირს დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მომდევნო ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივასთან ელის, რომელსაც პირველად გაეჯიბრება.
კარიერის მორიგი რეკორდი დაამყარა იოკოძუნა ჰაკუჰომ. 31 წლის “თეთრმა ფენიქსმა” ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში 880-ე (!) გამარჯვება იზეიმა და ამით, ლეგენდარული კაიოს მიღწევა გააუმჯობესა. “დიდმა ჩემპიონმა” ამჯერად დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის აჯობა, იორიკირით.
საინტერესოა ისიც, რომ ნაცუ ბაშოს 2 დღის თავზე შეჯიბრის ფავორიტები წინ უდანაკარგოდ მიიწევენ. ჰაკუჰოს გარდა, ასპროცენტიანი შედეგი აქვთ იოკოძუნებს – ჰარუმაფუჯის და კაკურიუს და ოძეკებს – გოეიდოს, კოტოშოგიკუს, ტერუნოფუჯის და კისენოსატოს.
ნაცუ ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:10-დან, ტოჩინოშინის - 2:33-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამაგიეროდ ტოჩიმ შიტატენაგეთი მოიგო, მემგონი მომელანდა რომ ცუდ ფორმაშია.
ტოჩის ნეკნი აქვს გატეხილი როგორც ვიცი და მაგიტომ არის ცუდ ფორმაში, მაგრამ ჯერჯერობით დადებითზე გავიდა. იმედია ბოლომდე მიიყვანს, წარმატებები
გასაგებია, პირველ და მეორე დღეს ეტყობოდა რო რაღაც ვერ იყო კარგად და ტრავმა ეტყობოდა. მარა დღეს დამაჯერებელი იყო, იმედია კარგად წაუვა ჭიდაობა.
კარგია ტოჩიმ რომ მოიგო, ცუდია გაგას წაგება მაგრამ ხვალ იქნებ ორივემ შეძლოს გამარჯვება
სამაგიეროდ ტოჩიმ შიტატენაგეთი მოიგო, მემგონი მომელანდა რომ ცუდ ფორმაშია.
გაგას წაუგია
რაც ვიდეოებშI ვნახე, ტოჩი არაა ფორმაში და ტრავმას წააგავს.
ისე ვერ გავიგე ტოჩის რანაირად მიცეს მოგება ამინიშიკისთან
აბა ლომებო, თქვენ იცით, დღეს უნდა მოიგოთ ორთავემ
ვიდეოც გაიჩითა როგორც იქნა.
რატომ არ აქტიურობთ ამ გვერდზე? სტატიაზე უფრო საინტერესო კომენტარები იყო ხოლმე