ფეხბურთი

13:27 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგებში მხოლოდ ოთხი 1/2 ფინალისტის ვინაობაა ცნობილი

6 და 8 მაისს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლა.

პარასკევს ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. აჭარა ჯგუფმა ავერსი დაამარცხა 3-0, ხოლო ლიბერთი ბანკმა ბი პი ჯორჯიას სძლია 4-2.

06.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური

აჭარა ჯგუფი - ავერსი 3-0

BP GEORGIA – ლიბერთი ბანკი 2-4

პარასკევსვე გაიმართა სუპერლიგა C-ს მეექვსე ტურის ერთი დაპირისპირება, ტელეკომპანია იმედის გუნდმა უშუალო კონკურენტი სისი ლოუნი დაამარცხა 3-1 და ექვსიდან ექვსი მოგებით, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე გაინაღდა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი.

06.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური

CC LOAN – ტვ იმედი 1-3

კვირა დღე კი კორპორატიული ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრებს დაეთმოთ.

ვერცხლის ლიგაში მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ვითიბი ბანკმა ბაქსვუდს მეორე შეხვედრაც მოუგო, ამჯერად უფრო დამაჯერებლად 4-0 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს, სამივე მათგანში გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე გადამწყვეტი დაპირისპირება უნდა გაიმართოს.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, ალიანს საქართველომ საქრუსენერგოსთან 7 მეტრიანების სერიაში დათმო 6-7. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა პირველ დაპირისპირებაში ბანკ რესპუბლიკასთან სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ამჯერად იმარჯვა 3-2 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. თბილისის მერიის გუნდმა კი პირველ მატჩში 7 მეტრიანების სერიაში წაგებისათვის თეთრ ქუდთან დამაჯერებელი რევანში აიღო - 6-1.

08.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II)

ალიანს საქართველო - საქრუსენერგო 2-2 პენ. 6-7 (სერია: 1-1)

ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა 3-2 (სერია: 1-1)

ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 4-0 (სერია: ვითიბიმ მოიგო 2-0)

თეთრი ქუდი - თბილისის მერია 1-6 (სერია: 1-1)

1/2 ფინალში ვითიბის მეტოქე ტატიშვილი და ბანკ რესპუბლიკას წყვილში გამარჯვებული იქნება. შესაბამისად მეორე 1/2 ფინალურ წყვილს ალიანსი-საქრუსენერგო და თეთრი ქუდი-თბილისის მერიას შორის გამარჯვებულები დააკომპლექტებენ.

რაც შეეხება ოქროს ლიგას აქ მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობაა გასარკვევი. პირველ შეხვედრაში საქართველოს ფოსტასთან წაგების შემდეგ, გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა „ფოსტალიონები“ 4-1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას მესამე დაპირისპირება გაარკვევს.

დანარჩენ შეხვედრებში ყველაფერი მოულოდნელობების გარეშე წარიმართა. „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა“, პატრულმა და ნატახტარმა მეორე შეხვედრებშიც იმარჯვეს. GWP-მ საქართველოს ბანკი დაამარცხა 5-0, პატრულმა კრედოს სძლია 8-4, ხოლო ნატახტარმა ვესტ ინვესტი გამოთიშა ასპარეზობას - 6-1.

08.05.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)

GWP – საქართველოს ბანკი 5-0 (სერია:GWP-მ მოიგო 2-0)

TTC – საქართველოს ფოსტა 4-1 (სერია: 1-1)

პატრული - კრედო 8-4 (სერია: პატრულმა მოიგო 2-0)

ნატახტარი - ვესტ ინვესტი 6-1 (სერია: ნატახტარმა მოიგო 2-0)

ამრიგად ცნობილია ერთი 1/2 ფინალური წყვილიც, „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ ნატახტართან ითამაშებს, ხოლო პატრული, ტტც-ს და საქართველოს ფოსტას შორის გამარჯვებულს დაელოდება.

გუშინვე გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობაც, რომლებიც სუპერლიგის თასისთვის იბრძოლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას სძლია უშანსოდ 9-1. ხოლო მფკ ტატიშვილმა სეზონის მთავარი კონკურენტი პსპ დაამარცხა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 4-1. აღსანიშნავია, რომ ეს „ფარმაცევტების“ პირველი მარცხია მიმდინარე სეზონში.

08.05.2016. სუპერლიგის თასი. 1/2 ფინალი

GM ჭიათურა – შსს 1-9

მფკ ტატიშვილი – FC PSP 4-1

კვირასვე ბავშვთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტმა 51-ე სკოლის გუნდს სძლია 1-0, ხოლო ქუთაისის „მართვემ“ ბაქსვუდის სკოლა დაამარცხა 7-0.

08.05.2016. ბავშვთა ლიგა. III ტური

UG – 51 სკოლა 1-0

მართვე (ქუთ) - ბაქსვუდი 7-0

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
0.131252