კალათბურთი

13:11 | 9.05.2016 | ნანახია 3143 - ჯერ

“კავალიერსი” კონფერენციის ფინალშია, “ოკლაჰომამ” ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

“კლივლენდ” კავალიერსმა” გასვლაზე “ატლანტას” 100:99 აჯობა და სერია მშრალზე 4:0 მოიგო. “კავალერია” კონფერენციის ფინალში “ტორონტო”-“მაიამის” გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხე შეხვედრაში “ატლანტას” ბოლო წამზე გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა პოლ მილსაპის შორეული სროლა კალათში არ ჩაეშვა. კევინ ლავი ორმაგი დუბლით გამოირჩა 27 ქულა, 13 მოხსნა, ლებრონმა და კაირიმ 21-21 ქულა ჩააგდეს. აღსანიშნავია, რომ “კავალიერსმა” წინა ეტაპზე “ბოსტონიც” მშრალზე 4:0 დაამარცხა.

“ოკლაჰომამ” შინ “სან ანტონიო” 111:97 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 34:16 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, “სან ანტონიოში 22 ქულით ტონი პარკერი გამოირჩა. სერიის მეხუთე შეხვედრა ტეხასში 11 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

“ატლანტა” – “კლივლენდი” 99:100 (36:27, 22:29, 19:25, 22:19)

https://www.youtube.com/watch?v=nFOm-RzxBYQ

“ოკლაჰომა” – “სან ანტონიო” 111:97 (17:27, 28:26, 32:28, 34:16)

https://www.youtube.com/watch?v=sTP7rkyxvos


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მინდა სამწვრთნელო კარიერაშიც მახწიოს წარმატებას

14:59 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

წარმატება შოთის

22:17 | 28.01.2024
ძიუდოო123 (1282)

სანამ დაინიშნებოდა ევროტურნირზე მოხვედრის შანსი ჰქონდათ დაინიშნა და დაეტყო გუნდა შოთის ეფექტი

0.079916
3143