სულ ახლახანს, ფიფას აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე ქალებისთვის საინტერესო და საკმაოდ მაცდურმა წინადადებამ გაიჟღერა.
საქმე ისაა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეფორმების სამუშაო ჯგუფმა წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმადაც ყოველ კონფედერაციას სულ ცოტა, ერთი ადგილი უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლებით და ეს ადგილი ქალმა უნდა დაიკავოს.
თავისთავად ცხადია, რომ მართლაც საინტერესო წინადადებაა ქალებისთვის და მაცდური იმიტომ, რომ ყველამ ვიცით რამდენი სექსუალური და ლამაზი გულშემატკივარი ჰყავს ფეხბურთს და წარმოიდგინეთ, რამდენი მრგვალთეძოიანი და სავსემკერდიანი მანდილოსანი დაიწყებს ბრძოლას ამ სკამისათვის..
ფიფას ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ ქალები ფეხბურთის განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევიან, – ქმნიან მრავალფეროვან გარემოს კულტურისა და გადაწყვეტილებების მისაღებად..