ფეხბურთი

10:08 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის საგოლე პასი, მაკარიძის “ფეირენსეს” წარმატება (+VIDEO)

მოსკოვის “სპარტაკმა” დედაქალაქურ დერბიში 3:0 მოუგო “დინამოს” და მეექვსე ადგილზეა. ჯანო ანანიძე ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში და 70-ე წუთამდეც ითამაშა. ანანიძემ საგოლე პასიც მიითვალა, ეს მეორე გოლის მომენტში, რომელიც ზე ლუიშმა შეაგდო.

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” შინ 3:2 აჯობა “ჟილ ვისენტეს”, რომლის რიგებშიც ავთო ებრალიძეს არ უთამაშია – სათადარიგო იყო. 90-ე წუთამდე “ფეირენსე” 1:2-ს აგებდა, მაგრამ ორი ბურთი გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ერთი ტური დარჩა და მაკარიძის გუნდი მესამე ადგილზეა, უმაღლესში კი ორი გუნდი გადადის. თუმცა ამ მოცემულობით, მაკარიძის გუნდი გადავა უმაღლესში, რადგან ლიდერ “პორტო ბ”-ს გადასვლის უფლება არ აქვს. ასე რომ, “ფეირენსემ” ბოლო ტურში თუ მოიგო, უმაღლესში ითამაშებს.

მაკარიძე კი, როგორც იცით, ისედაც პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში დაიწყებს მომდევნო სეზონს: მან “მორეირენსესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.13768