ჭადრაკი

0:01 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი მოყვარულთა შორის

საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში საქართველოს სახელით ეროვნული ოსტატი გიორგი ტყავაძე (1988) ასპარეზობდა.

ქართველმა მოჭადრაკემ 9-დან 6.5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-4 საფეხური ერგო. პირველ პოზიციაზე 7.5 ქულით ხულან ენხსაიხანი (მონღოლეთი, 1918) გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა აჯიტმა (ინდოეთი, 1927).

0.118769