ჩოგბურთი

23:33 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი სამარყანდის ჩელენჯერში ჩაერთვება

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი შუა აზიის ქვეყნებში მოგზაურობას განაგრძობს და ამჯერად, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაგეგმილ 50-ათასიან ჩელენჯერზე იასპარეზებს.

მეტრეველი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ დმიტრი პოპკოს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველი და უზბეკი ტემურ ისმაილოვი, რომელთაც “უაილდ ქარდი” უბოძეს, რუს ასლან კარაცევს და ხსენებულ პოპკოს ეთამაშებიან.

0.121713