ფეხბურთი

20:30 | 8.05.2016 | ნანახია 0 - ჯერ

გიორგი ჭანტურიამ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ჰუფნაგელმა საგოლე პასები დაარიგა(+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტური გაიმართა და გიორგი ჭანტურიას “დუისბურგმა” გასვლაზე 2:2 დაასრულა “ზანდჰაუზენთან”. საბოლოო ანგარიში სწორედ ჭანტურიას გოლით დაფიქსირდა: 83-ე წუთზე (VIDEO) საჯარიმო დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა კარში. ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და კარგია, რომ მნიშვნელოვანი გოლიც მიითვალა. ეს ბურთი, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში დამრჩენი გამოდგეს.

ბოლო ტურში “დუისბურგი” უმოტივაციო, პირველ ბუნდესლიგაში უკვე გადასულ “ლაიპციგს” უმასპინძლებს და თუ მოიგებს, გადათამაშებაშიც მოხვდება. ამჯერად “ზებრები” ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.

მეორე ბუნდესლიგაშივე, ლუკა ჰუფნაგელის “ფრაიბურგმა” შინ 2:0 აჯობა “ჰაიდენჰეიმს”. 85-ე წუთზე შევიდა ჰუფნაგელი და ამ მცირე დროში ორი საგოლე პასი გააკეთა... აი, შესვლაც ამას ჰქვია. “ფრაიბურგი” მომდევნო სეზონს პირველ ბუნდესლიგაში დაიწყებს.

ჰოლანდიის ერედივიზიონში მეცხრე ადგილზე გავიდა “ვიტესი”, რომელმაც ბოლო ტურში “ტვენტესთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. არნემელებმა აშკარად ჩააგდეს მეორე წრე და ევროტურნირებს მიღმა დარჩნენ. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი ბოლო წუთებზე შეცვალეს.

ჩეხეთში “სლავიამ” “სლოვაცკოს” 5:1 მოუგო და მეხუთე ადგილზეა. ლევან ყენიამ ბოლო 20 წუთი ითამაშა და ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

დანიის რანგით მეორე ლიგაში დავით სხირტლაძის “სილკებორგმა” “კიოგეს” 1:0 აჯობა და სუპერლიგაში გადასვლის მშვენიერი შანსიც აქვს: ოთხი ტური დარჩა და მესამეადგილოსანი “სილკებორგი” 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” შინ 1:3 წააგო “ზაგლებიესთან” და მეექვსე საფეხურზეა. დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა, გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 10.08.2016
kolorado (229)

ზაზა მართლაც ღირსეული კაცია ....... მარკოიშვილზე რა ხდება არ შეიძლება ფედერაციამ განხ=ცხადება გააკეთოს ?

20:25 | 10.08.2016
berodaviti (4285)

თან ანალიზი მიზანსწრაფული, ბრავო კაპიტანო, იმრავლოს გვარმა, უფალს ვებარებოდეთ !

10:52 | 10.08.2016
ben10 (575)

მარკოიშვილის თამაში როდის უნდა გადაწყდეს?

10:47 | 10.08.2016
Buratino (3505)

ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსეული და საამაყო კაპიტანი

10:43 | 10.08.2016
პანტელეიმონი (4347)

სუპერ ზაზა ! ! !

07:07 | 10.08.2016
dinamo222 (8587)

ზაზაა შე მაგარო ! იცოდე წელს ნაკრებშიც უნდა დაბრდღვნა ყველა და ნბა ს ბეჭედიც დაითრიო !!

02:18 | 10.08.2016
l_e_o_n_i (340)

Genacvaket bichebo, magrad gvjera tqveni. Warmatebebi zaza axal klubshi, martla magari kaci xar dzmao...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066039
სარეკლამო ადგილი - 99
X x X