ძიუდო

19:56 | 8.05.2016 | ნანახია 7827 - ჯერ

ბექა ღვინიაშვილმა ბაქოდან რიოს გახედა

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დასრულებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრაზილიურ ტატამზე სრული შემადგენლობით გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა აზერბაიჯანში 6 შეხვედრა ჩაატარა, ექვსივე ბრწყინვალედ მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

20 წლის ქართველ ძიუდოისტს ბოლოდროინდელი ტურნირების მსგავსად, ამჯერადაც ცუდი წილისყრა შეხვდა. პირველ წრეში მსოფლიოს 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორს – არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე მოლდოველ იგორ რემარენკოს შეხვდა და თავიდან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ მალევე გაათანაბრა და გდება შებოჭვით დაასრულა.

მეორე წრეში აზერბაიჯანელთა ჯილას – მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ ელხან მამადოვს დაუპირისპირდა და შეხვედრის საწყის ორ წუთში მეტოქის რამდენიმე სახიფათო შეტევას დააღწია თავი. შემდეგ კი თავად დაეუფლა ინიციატივას და ეფექტური მოგვერდით დააწყნარა ტრიბუნები.

მერვედფინალში ბექამ ირანელი ჯავად მაჰჯოუბი საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე დასცა ვაზარიზე და უმალ შებოჭა. მეოთხედფინალში გერმანელ ოლიმპიურ პრიზიორს – დიმიტრი პეტერსს ვაზარი-იუკოთი დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. ნახევარფინალში იაპონელი აარონ ვოლფი დასცა ბეჭებზე. საჩემპიონო ბრძოლაში კი სულ რაღაც 36 წამი იკმარა სუფთა გდების შესასრულებლად – უნგრელ მიკლოს ცირიენიჩს საფრმო ბრუნით სძლია და ბაქოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

100 კილოგრამში ღვინიაშვილის გარდა კონკურენციაში ლაშა ტაველურიც ჩაერთო. კარგადაც დაიწყო - შვეიცარიელი ფლავიო ორლიკი 2 წუთში დასცა ბეჭებზე, მაგრამ მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვთან შებოჭვით დამარცხდა.

დღესვე აზერბაიჯანულ არენაზე მამაკაცთა შორის მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა – 90 და +100 კილოგრამებში. ორივეში ორ-ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოირგო კიმონო, მაგრამ საბოლოოდ საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო.

უშანგი მარგიანმა (90 კგ) ბაქოს გრან სლემზე ჩვეულზე ერთი წონით მაღლა იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიდა ტატამზე – ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან მესამე წუთის მიწურულს შებოჭვაზე მოჰყვა.

თორნიკე ჯუღელმა (90 კგ) პირველი მეტოქე – ლიბანელი ფრანსუა საადე მსაჯს სამ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა. შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ ევროპის 2-გზის ჩემპიონს (2013, 2015), რუს კირილ დენისოვს დაუპირისპირდა და შებოჭვით წააგო.

მძიმე წონაში ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი გამოეთიშნენ ტურნირს საწყისი ეტაპიდან.

მატიაშვილმა პირველ მეტოქეს ვენესუელელ პედრო პინედას სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა. შემდეგ გაცილებით გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეს – მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონს, უზბეკ აბდულო ტანგრიევს დაეჭიდა და მესამე წუთზე გაშვებულ ვაზარის ვეღარაფერი მოუხერხა.

ოქრუაშვილმა ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან ორწუთნახევარში წააგო, შებოჭვით.

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

6-8 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი

2 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)

3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)

3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)

73 კგ

1 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)

2 გიოსჟონ ბობოიევი (უზბეკეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

3 ინჯირიგალა საი (ჩინეთი)

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 მატეო მარკონჩინი (იტალია)

3 ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)

7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)

90 კგ

1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)

2 ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი)

3 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

100 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 მიკლოს ცირიენიჩი (უნგრეთი)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

3 აარონ ვოლფი (იაპონია)

+100 კგ

1 იაკივ ხამო (უკრაინა)

2 როი მეიერი (ჰოლანდია)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 დავიდ მოურა (ბრაზილია)

ქალები

48 კგ

1 ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 ლაეტიტა პაიე (საფრანგეთი)

52 კგ

1 ჯილი კოენი (ისრაელი)

2 ოდეტ გიფრიდა (იტალია)

3 ინგნან მა (ჩინეთი)

3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)

57 კგ

1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

3 საბინა ფილზმოზერი (ავსტრია)

3 ტონგჟუან ლუ (ჩინეთი)

63 კგ

1 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

2 მარიანა ჰასანბეგოვიჩი (ხორვატია)

3 მარის Eსპინოზა (კუბა)

3 ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)

70 კგ

1 მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)

2 მარია პორტელა (ბრაზილია)

3 მარია პერესი (პერუ)

3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)

78 კგ

1 გუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

2 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

3 ლუის მალზანი (გერმანია)

3 მამი უმეკი (იაპონია)

+78 კგ

1 კანაე იამაბე (იაპონია)

2 სონგ იუ (ჩინეთი)

3 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)

3 ნიელ ჩეიხ რუჰუ (ტუნისი)


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:14 | 12.05.2016
tiko (6769)

ძიუდოს გულშემატკივრებო 13 მაისს პარასკევს 12 საათზე ბატონ დავით ქევხიშვილთან შეხვედრააა გულშემატკივრების და მობრძანდით ძიუდოს აკადემიაში, დიღმის მასივში, ამით გეძლევათ ყველას საშუალება თქვენ ი აზრის გამოხატვის.

20:26 | 11.05.2016
tiko (6769)

ძიუდოს გულშემატკივრებო 13 მაისს პარასკევს 12 საათზე ბატონ დავით ქევხიშვილთან შეხვედრააა გულშემატკივრების და მობრძანდით

12:13 | 12.05.2016
federer (17) (15576)

სად იქნება შეხვედრა თუ შეგიძლია რომ გვითხრა?

15:14 | 12.05.2016
tiko (6769)

ძიუდოს აკადემიაში

20:13 | 11.05.2016
tiko (6769)

მეგობრებო ძალიან გთხოვთ, პარასკევს 12 საათზე ბატონ დავით ქევხიშვილთან შეხვედრააა გულშემატკივრების და მობრძანდით

12:11 | 12.05.2016
federer (17) (15576)

სად იქნება შეხვედრა?

11:12 | 10.05.2016
beso68 (2902)

კორეის ნაკრებია ასახული. ერთ მომენტში კორეელი კიმიც აღნიშნავს ქართულ ძიუდოს
0?'>https://www.youtube.com/watch?v=M2-JINvj3j0':'>https://www.youtube.com/watch?v=M2-JINvj3j0'))

00:36 | 11.05.2016
mushni (93569)

საღოლ მაგარი იბაზრა

10:57 | 10.05.2016
BEERTRANCE (97819)

იქნებ განთესვაც შეეხოს ბექას.

11:13 | 10.05.2016
beso68 (2902)

რეიტინგის 8 კაცში უნდა მოხვდეს განთესვა რომ შეეხოს

16:34 | 10.05.2016
BEERTRANCE (97819)

ეგ ვიცი რო 8-შI უნდა მოხვდეს.

იქნებ მასტერზე წაიმატოს ქულები

00:36 | 11.05.2016
mushni (93569)

იასნია წაიმატებს

10:22 | 10.05.2016
beso68 (2902)

ბექას ინტერვიუა ბაქოში გამარჯვების შემდეგ
0?'>https://www.youtube.com/watch?v=wgC_JweYhgM':'>https://www.youtube.com/watch?v=wgC_JweYhgM'))

00:37 | 11.05.2016
mushni (93569)

ისწავლე ტაისონა ინგლისური---ლიპო ძალიან განათლებული ბიჭია--რუსული და ინგლისური ბრწყინვალედ იცის --ჟიუდოს პროფესორია

00:39 | 10.05.2016
ukleba (17336)

Gეთანხმებით ბიჭებო. Vფიქრობ ოლიმპიადამდე ბექამ და ყველამ ბიჭებმა უნდა იჭიდაონ მასტერსზე ბევრი მიზეზის გამო. მასტერსზე უარის თქმით ავტომატურად შანსი ეძლევა ქულების დაგეოვების შენზე დაბლა მდგომ ძიუდოისტს. თანაც მასტერსი მსუყე ქულას იძლევა და ახლა ოლიმპიური განთესვის დაკარგვა არ შეიძლება. თან ტაისონა გენერაულ რეპეტიციასაც გაივლის ოლიმპიადისთვის

02:38 | 10.05.2016
mushni (93569)

+1ბიჯო ბეთქილას შეუარე ანკარაში თუ ხარDDDDDDDDDDDD

18:52 | 10.05.2016
ukleba (17336)

იზმირში ვარ სამსახურიდან

00:37 | 11.05.2016
mushni (93569)

რავა ყველგან შენხარDDDDDDDD

01:52 | 11.05.2016
ukleba (17336)

ნეტა ორი ვიყო ხო?????

15:58 | 12.05.2016
mushni (93569)

ხოDD

23:00 | 09.05.2016
საბარსა (2123)

ბრავო ბექა რა,ძაან სასიამოვნოა მისი ჭიდაობის ყურება

19:09 | 09.05.2016
BEERTRANCE (97819)

აღარაფერი გამიკვირდება ბექასგან. ბრავო

17:58 | 09.05.2016
shalvinio (1505)

ჩემი აზრით ვისაც უფლება აქვს, მასტერსზე ყველამ უნდა იჭიდავოს, ამის მერე კი მხოლოდ ვარჯიში ოლიმპიადამდე.

02:37 | 10.05.2016
mushni (93569)

მარალი ხარ

15:43 | 09.05.2016
tiko (6769)

"ოქროს ლიგა" - 210 000 ლარიანი საპრიზო ფონდით!
11 მაისს ძიუდოს ფედერაციის მიერ შემუშავებული მრავალრიცხოვან ნოვაციათაგან ერთ-ერთის - "ოქროს ლიგის" გათამაშება შედგება.
ეს არის 2000-2001 წლებში დაბადებულ უმცროს ჭაბუკებს შორის გასამართი საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი.
გარდა იმისა, რომ მსგავსი პირველობა ასეთი მასშტაბებით ამ ასაკში არასოდეს ჩატარებულა, 11 მაისს ძიუდოს აკადემიაში კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას ექნება ადგილი.
ტურნირის 210 000 ლარიანი საპრიზო ფონდი უპრეცენდენტოა მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში საფესტივალო ასაკის მოზარდებში გამართულ სპორტულ ღონისძიებათა შორის.
"ოქროს ლიგაში" 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას:
შევარდენი-2005 (თბილისი)
გლადიატორი (გურჯაანი)
ლიდერი (თბილისი)
მებრძოლი-2015 (თბილისი)
ვიპ ძიუდო (გორი)
დურმიშხანი (ქარელი)
ლომჭაბუკი (გორი)
არაგველები (დუშეთი)
ამ გუნდებმა საქართველოს საკლუბო ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლება 39 მონაწილისგან შემდგარი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევით მოიპოვეს და ამჯერად ერთმანეთში გამოავლენენ საუკეთესოს.
უმცროს ჭაბუკებს შორის ქვეყნის ჩემპიონ გუნდს ჯილდოდ 50 000 ლარი გადაეცემა.
ფინალისტი 40 000 ლარს მიიღებს.
მესამე ადგილოსანი გუნდები 30 000 - 30 000 ლარით დაჯილდოვდებიან.
ბრინჯაოს მედლისთვის დამარცხებულ, ანუ მეხუთე ადგილზე გასულ კლუბებს 20 000 - 20 000 ლარი შეხვდებათ.
ბოლო ორ ადგილზე გასულ მეშვიდე ადგილოსან გუნდებს კი დამამშვიდებლად 10 000 - 10 000 ლარი გადაეცემათ.
აღნიშნული ტურნირი საშემოდგომოდ დაგეგმილი უფროსებს შორის პირველი საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გენერალურ რეპეტიციად განიხილება.

15:41 | 09.05.2016
tiko (6769)

ბექას გამარჯვებამ სრულიად აღაფრთოვანა ძიუფოს მსოფლიო ფედერაცია

02:37 | 10.05.2016
mushni (93569)

დადე მერე რომელიმე უცხოური სტატია

15:41 | 09.05.2016
tiko (6769)

მოგესალმებით

11:11 | 09.05.2016
mamuka-25 (379)

დღეს დილიდან ევრონიუსი არ იშურებს ბექას საქებარ სიტყვებს. ახალგაზრდა ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც ძიუდოს მომავალი ვარსკვლავია- ასე ეხმაურებიან ბექას გამოსვლას ამ არხზე. თავის მხრივ ძიუდოს ევროპის კავშირიც აღფრთოვანებულია ბექას გამოსვლით.stripslashes((strlen('http://www.eju.net/gviniashvilis-rapid-rise-shows-no-sign-of-slowing-down-4372')>0?' http://www.eju.net/gviniashvilis-rapid-rise-shows-no-sign-of-slowing-down-4372':' http://www.eju.net/gviniashvilis-rapid-rise-shows-no-sign-of-slowing-down-4372'))

10:34 | 09.05.2016
beso68 (2902)

ოლიმპიური რეიტინგით:
60კგ: პაპინა მე-5 ადგილი;
66კგ: მარგველა მე-8;
73კგ: ტატალა მე-3; ლაშა მე-7;
81კგ: ჭრიკი 1-ლი;
90კგ: ლიპო მე-2;
100კგ: ბექა მე-13;
+100კგ: მატი მე-13; ადამა მე-14.
ლიცენზიების მიმართ პრობლემა არა გვაქვს, ერთადერთი განთესილებში თუ აპირებენ მოხვედრას რომელიმე ტურნირზე მოუწევთ გამოსვლა.

11:39 | 09.05.2016
gia610 (369)

მარგველა 6ა რეიტინგში იაპონელებს და მონღოლებს 2 2 კაციყავთ მასზე წინ ასე რო 6 გამოდის

15:38 | 09.05.2016
beso68 (2902)

როგორც არის ასახული რეიტინგში ის დავწერე, მაგ პრინციპის გათვალიწინებით მასეა
მარგველა მე-6
ლაშა მე-6
ბექა მე-12
მატი მე-11, ადამა მე-12

09:59 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

მძიმეებზე აზრის გამოთქმა მიჭირს. ერთს ვიტყვი მათიაშვილი ბებიაჩემის ხნის ტანგრიევთან არ უნდა აგებდეს.

02:35 | 10.05.2016
mushni (93569)

მართალი ხარ--არცერთის იმედი არ მაქვს

19:01 | 09.05.2016
MILANSKI18 (171)

ადამა უნდა აგებდეს 69 წლის ლიტველთან??

21:13 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

ადამა ხო საერთოდ... ასეთი რა უსაშველო ჭირს?

00:38 | 11.05.2016
mushni (93569)

DDDDDDDDDDDDD

09:50 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

ჩვენი ოლიმპიელებიდან მარტო პაპინას თუ დააყენებდა კაცი ალმაათაში, აზიელელებთან გავარჯიშების მიზნით. სხვებში მარტო მ-2, მ-3 და ა.შ. ნომრები უნდა დადგნენ.

02:34 | 10.05.2016
mushni (93569)

ხაშლამაც და მატიც წასაყვანია მძიმეები--მათ წონის დაკლება არ უწევთ და უნდა იჭიდაონ

09:31 | 09.05.2016
mindia (2281)

ისე ძიუდო რა ძაან პოპულარულია მართლაც.

მამაკაცებში მხოლოდ 8 ქვეყანას აქვს ყველა ლიცენზია, ქალებიანად მთლად 3. თან ერთერთი ბრაზილიაა, რომელსაც მასპინძლის პონტში აქვს ლიცენზიები, ანუ მხოლოდ იაპონელები და ფრანგები არიან სრული კომპლექტით.
კვოტების გარეშე სალიცენზიოში თუნდაც ერთი სპორტსმენი ჰყავს 61 ქვეყანას. კვოტებით კიდე მთლად 113 ქვეყანაა.

გამომდინარე აქედან ათმაგად დასაფასებელია რომ პატარა საქართველო მაინც ახერხებს ყველა ლიცენზიის მოპოვებას მამაკაცებში. და თან ნატურალიზაციების გარეშე.

02:34 | 10.05.2016
mushni (93569)

იასნია

09:24 | 09.05.2016
mindia (2281)

დაბლა რეიტინგის ბმული დავწერე.

ბექა მართლა აღფრთოვანებას იწვევს, საოცრად ძლიერი სპორტსმენი უნდა იყო ასე წონის შეცვლის მიუხედავად რომ დამკვიდრდე უფრო მძიმეებთან და თან ესეთ ასაკში, წონა არ მოუმატებია ბექას როგორც ვიცი.

09:21 | 09.05.2016
mindia (2281)

stripslashes((strlen('https://www.judobase.org/#/wrl/6/simple')>0?'https://www.judobase.org/#/wrl/6/simple':'https://www.judobase.org/#/wrl/6/simple'))

02:23 | 09.05.2016
mushni (93569)

ტაისონაააა რიოს ოქროს ველოდებით სხვა მედალი არ გვაინტერესებს შენ მარტო ოქროს ბიჭი ხარ

02:09 | 09.05.2016
zaza1971 (312)

მეგობრებო რეიტინგი განახლდა ბექას 1168 ქ. უწერია 1268 ქ. ნაცვლად და 100 ქულა სად წავიდა? შეეშალათ თუ რამეზე გამოაკლდა?

05:26 | 09.05.2016
Socrates (1377)

რეიტინგში 5 საუკეთესო შედეგი აისახება და + ბონუსი ევროპის, მსოფლიოს და მასტერსის შედეგები, ამიტომ ერთ ასქულიანს ჩაანაცვლებს ბაქოს 500 ქულა და 100 ამიტომ გამოაკლდა

09:14 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

არა მსოფლიო არ შედის ბონუსში. მარტო ევროპა ან მასტერსი.

09:22 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

და არა ან. ანუ ერთი მე-6 შედეგი ევროპიდან ან მასტერსიდან.

23:48 | 08.05.2016
beso68 (2902)

საოცარია პირდაპირ, 90კგ-ის კაცმა 0-დან დაიწყო და 6 თვეში 100კგ-ის რეიტინგის ტოპ ათეულს მიაღწია(თითქმის,ბევრიც არ აკლია), მასთან შეხვედრის დროს მეტოქეებიც(თან რა დონის მეტოქეები) კი რიდით შეჰყურებდენენ და არ იყვნენ თავიანთ ძალებში დარწმუნებულები.
6 შეხვედრა, 5 იპონი, 1 შეჭმა-შეხრამუნება, 100 კგ-თან, რა უნდა ქნას მეტი....
რა და ოლიმპიური მედალი(რაც უფრო მაღალი სინჯის, უფრო კარგი) უნდა აჩუქოს თავის თავს და მთელ საქართველოს.

09:26 | 09.05.2016
ალექსანდრე (6188)

5 თვეში. ტოკიოს გრანსლემიდან.

02:22 | 09.05.2016
mushni (93569)

ამინ ძმაო

22:53 | 08.05.2016
Imedo Kuliasvili (6)

ხუთი კი არა ექვსი შეხვედრა მოიგო.

22:12 | 08.05.2016
Kala94 (6114)

სასწაულია ეს კაცი !

22:06 | 08.05.2016
gia610 (369)

ბექა პირველ ადგილას გადავიდა ამ წელში ოქროებთ უკვე 4 ოქრო აქვს და არც კაცებს და არც ქალებს არა აქვთ ეგეთი შედეგი

21:34 | 08.05.2016
georgian championship (289)

ვულოცავ ბექას ამ გამარჯვებას! ეს ერთი და სხვა მრავალი... შეუძლია პატარა სასწაული მოახდინოს ოლიმპიადაზე...

21:30 | 08.05.2016
გარეჯი (3417)

ვულოცავ ბექას და ყველას ძიუდოს ქომაგს. ბექას ეხლა სჭირდება თეორიული მეცადინეობა ოლიმპიადაზე მეტი სიფრთხილიდ ჭიდაობა მართებს. ნაწილობრივ ჭრიკოს და ლიპოს ს
მსგვსად და არ არი ფანტაზია რომ შეიძლება ოქროს აღება

02:23 | 09.05.2016
mushni (93569)

მარტალი ხარ

20:40 | 08.05.2016
Beso.G (437)

გილოცავთ ყველას ბექას წარმატებას!!!

0.145028