ძიუდო

18:21 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექას ოქროს გრან სლემი

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი ბაქოს გრან სლემზე ჩემპიონი გახდა და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა.

20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანულ ტატამზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე ბრწყინვალე სტილში მოიგო. ფინალის გზაზე ღვინიაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი იგორ რემარენკო, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი, ირანელი ჯავად მაჰჯოუბი და იაპონელი აარონ ვოლფი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი უნგრელი მიკლოს ცირიენიკსი 36 წამში გააკრა ბეჭებით ტატამს.

0.098359