კინგსლი კომანი 19 წლისაა, მაგრამ უკვე სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონია: საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის. ისიც ვთქვათ, რომ ის პსჟ-ში ორჯერ გახდა ჩემპიონი, შარშან ეს მოახერხა “იუვენტუსში”, წლეულს კი – მიუნხენის “ბაიერნში”.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გამხდარიყოს 19 წლის მოთამაშე.
ვერ ვიტყვით, რომ ფრანგი ან პსჟ-ში, ან “იუვენტუსში”, ან “ბაიერნში” გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფაქტია, ტიტულებს კი იგებს.







