6 მაისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სტუმრად ეწვია რობერტ შავლაყაძეს – 1960 წლის რომის ოლიმპიადის ჩემპიონს სიმაღლეზე ხტომაში. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი რობერტი ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის.
სეოკ-ის პრეზიდენტმა დიდ მძლეოსანს საზეიმოდ გადასცა ქართული სპორტის მუზეუმიდან დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი, რომელიც სეოკ-ის თხოვნით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამზადა.
მედლის გადაცემას ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და ჟურნალ „ოლიმპიელის" რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი.
www.geonoc.org.ge