გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს. როგორც MARCA იუწყება, 24 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.
გერმანელს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა 23 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 27 გოლი და 3 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 2015/16 წლების სეზონში მარკ-ანდრეს სატრანსფერო ღირებულება 18-დან 15 მილიონ ევრომდე დაეცა.