ფეხბურთი

15:29 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ბელაგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვინსენტ კომპანი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

30 წლის მცველი მადრიდის "რეალთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მე-10 წუთზე ფეხის ტრავმის გამო შეცვალეს. როგორც სამედიცინო დასკვნამ აჩვენა, ბელგიელის ტრავმა სერიოზულია.

მიმდინარე სეზონში ვინსენტმა მეხუთედ მიიღო ტრავმა და 57 შესაძლებელი მატჩიდან მხოლოდ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114228