თამაშგარე

10:15 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტევესს კლაუდია გაუხსენეს

ჭორებზე მონადირე არგენტინელ ჟურნალისტებს, სიბერისას სამშობლოში მობურთალი კარლოს ტევესის გადამკიდეებს თავ-გზა აქვთ არეული. ერთნი გულდაგულ ამტკიცებენ, რომ ტევესი მისმა ყოფილმა საყვარელმა – მოდელმა კლაუდია ჩიარდონემ იმიტომ მიატოვა, რომ მავან ახალგაზრდა მსახიობს ჩაუგორდა საწოლშიო. თუმცა სხვანი ამბობენ, წყვილს უბრალოდ ერთმანეთი მოსწყინდათ და ყველაფერი “ხელის ხელზე დარტყმით” ჯიგრულად მოგვარდაო.

ისე, ამ ერთი წლის წინ, იტალიურ ბულვარულ მედიაში ჩიარდონეს მცირე კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც მოდელი წუწუნებდა – ტევესთან თანაყოფის პერიოდში ნამეტანი მოწყენილი ვარო. თუმცა, არიან ისეთი ბულვარული გამოცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი კოლეგების ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ფაქტია, რომ ტევესის ყოფილი საყვარელი, კარლიტოსადმი განსაკუთრებული ერთგულებით არასოდეს გამოირჩეოდა. უფრო მეტიც – ტევესთან გახურებული ბღლაძუნის პერიოდში ჟურნალისტებს მოდელმა გაუმხილა, რომ დიდი სიამოვნებით გაეხვანცალებოდა ლეო მესის, თუკი ახალგაზრდა არგენტინელი ამას მოისურვებდა. დანარჩენი თავად განსაჯეთ...

0.181042