"მიდლსბრო" შვიდწლიანი პაუზის შემდგომ პრემიერლიგას დაუბრუნდა. აიტორ კარანკას შეგირდებმა გადამწყვეტ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "ბრაიტონთან" ფრედ 1:1 ითამაშეს. ორივე კლუბმა თანაბარი 89-89 ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, პრემიერლიგის საგზური ჩრდილო იორკშირელებს ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ "მიდლსბრო" პრემიერლიგიდან 2008/2009 წლების სეზონში გავარდა და მას შემდეგ ჩემპიონშიფში ასპარეზობდა.