ჯანო ანანიძემ რუსული პრემიერლიგის წინა ტურში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან 86 წუთი ითამაშა “ლოკომოტივი”-“სპარტაკის” შეხვედრაში (0:2) და საკმაოდ მწვავედაც უტევდა. რუსული “სპორტ-ექსპრესი” სპარტაკელთა მწვრთნელს ჯანო ანანიძის შესახებ შეეკითხა: “ჯანოს ხშირად აქვს პრობლემა ფიზმომზადებაში და მალევე გიწევთ მისი შეცვლა. ამჯერად რატომ არ იჩქარეთ?”.
“ანანიძესთან მოვილაპარაკეთ, რომ ითამაშებდა მანამდე, სანამ არ დაიღლებოდა. როგორც კი დაღლა დაეტყო, შევცვალეთ. ის ფაქტი, რომ ამდენ ხანს ითამაშა, ძალიან კარგია. ჯანო ბოლომდე მზად არაა, ზამთარში სრულფასოვანი შეკრება არ გაუვლია და ახლა შედის ფორმაში. თუმცა ვფიქრობ, მას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენთვის, თუნდაც დარჩენილ შეხვედრებში”.