ფეხბურთი

17:34 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლას ამბიციური გეგმა: “ლიონი” “ბაიერნის” დონეზე

ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა ირწმუნება, რომ გუნდი სულ მალე “პარი სენ ჟერმენისა” და მიუნხენის “ბაიერნის” დონეზე იქნება. მისი თქმით, “ლიონს” ამბიციური გეგმები აქვს და დარწმუნებულია, რომ მათი მარკეტინგი სულ მალე შედეგს გამოიღებს.

“კლუბის მარკეტინგი უმჯობესდება. ჩვენი მოდელისა და ახალი სტადიონის წყალობით 2-3 წელიწადში “პარი სენ ჟერმენის” დონის გუნდი ვიქნებით. სამი წელია, რაც ახალ სტადიონს ვაშენებთ. იგი დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაგვიჯდა და 300 მილიონამდე შემოსავალს მოგვიტანს. ამის წყალობით ევროპის 10 საუკეთესო გუნდში მოვხვდებით.

ჩვენ ამბიციური მიზნები გვაქვს – 5 წელიწადში უკვე “ბაიერნის” დონეზე ვიქნებით. თუმცა, არა “დორტმუნდის”, რადგან არ მინდა, “ყვითლების” მოდელზე ვისაუბრო. სამაგიეროდ, “ბაიერნი” საუკეთესო კლუბია და გვინდა, რომ “ლიონსაც” მსგავსი მომავალი ჰქონდეს”, - განაცხადა ოლამ.

შეგახსენებთ, “ლიონი” XXI საუკუნის დასაწყისში სამშობლოში უცვლელი ჩემპიონი გახლდათ და ჩემპიონთა ლიგაზეც მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა, მაგრამ ბოლო დროს ისეთი მრისხანე ვეღარაა, რასაც ბევრი სწორედ ოლას აბრალებს. როგორც ჩანს, ჟან მიშელს თავისი გუნდის მაღალ სიმაღლეებზე დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს.

0.113174