ფეხბურთი

13:05 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა “ბაიერნიდან” ნაწყენი მიდის

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ კლუბში არის ადამიანი, რომელიც ცდილობს მას ზიანი მიაყენოს. თუმცა, როგორც ესპანელი სპეციალისტი ამბობს, ეს აღარ აღელვებს, რადგან მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტიში” მიდის.

“ის, რაც კლუბის სამზარეულოში ხდება, იქვე რჩება. ვისაც რა უნდა ის თქვას, სეზონის დასრულების შემდეგ მე აქ აღარ ვიქნები, ამიტომ ეს “ბაიერნის” პრობლემაა. მუდმივად ვსაუბრობ ჩემს ფეხბურთელებთან და გუნდის პერსონალთან, ვუზიარებ შეხედულებებს, მაგრამ არის ხალხი, ვინც ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობს, მე რომ ზიანი მომაყენოს. ეს ადამიანი მომავალ სეზონშიც აქ რჩება და მინდა მხოლოდ ის ვუთხრა, რომ თავისი საქციელით კლუბს ვნებს და არა მე” - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გვარდიოლამ.

ესპანელ მწვრთნელს არ დაუსახელებია კონკრეტულად ვის გულისხმობდა თავის განცხადებაში, თუმცა გერმანული პრესის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ გვარდიოლას ისევ კონფლიქტი ჰქონდა კლუბის სამედიცინო შტაბთან.

0.105873