ფეხბურთი

11:41 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის XXXIII ტურის წინ: “ბაიერნი” “ვერცხლის სინისთვის” ემზადება

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ჩემპიონის ვინაობა დიდი ალბათობით დღეს, ინგლოშტადტში ოფიციალურად გახდება ცნობილი. დიახ, სწორედ “აუდისპორტპარკზე” ჩადის სათამაშოდ მიუნხენის “ბაიერნი”, რომელიც ჩემპიონი ფრის შემთხვევაშიც გახდება. ბუნებრივია, ინტერესმოკლებული არც სხვა მატჩებია. მეოთხე ადგილისთვისა და გასავარდნი ზონისგან თავის არიდებისთვის ფიცხელი ბრძოლებია გაჩაღებული.

“ბაიერნს” 25-ე “ვერცხლის სინის” მოგება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საკუთარ “ალიანს არენაზე” შეეძლო, მაგრამ “გლადბახს” ვერ მოუგო და სატიტულო მატჩი სადღეისოდ გადაედო. საერთოდ, პეპ გვარდიოლას ბიჭები ბოლო დროს ისეთ კარგ ფორმაში ვეღარ არიან, როგორც ბოლო წლებში დაგვაჩვიეს. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და გვარდიოლაც მიუნხენს ევროპის უპრესტიჟულესი თასის გარეშე ტოვებს... მიუხედავად ამისა, ესპანელი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ “ბაიერნში” უდიდესი სამუშაო გასწია. მისი თქმით, ახლა გუნდის მთავარი მიზანი გერმანიაში დუბლის შესრულებაა. მოგეხსენებათ, “რეკორდმაისტერი” თასის ფინალშია გასული. რაც შეეხება “ინგოლშტადტს”, ამ გუნდისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია – გავარდნა არ ემუქრება. შეიძლება ითქვას, დებიუტანტის კვალობაზე ამ პატარა გუნდს ჩინებული სეზონი გამოუვიდა.

ჯერ კიდევ “ბაიერნის” კონკურენტი “დორტმუნდი” გასვლაზე “აინტრახტს” ეთამაშება. “ყვითლებს” ჩემპიონობის შანსი შერჩენილი აქვთ, მაგრამ თეორიული და ალბათ, ამის არც თვითონ სჯერათ. როგორც უნდა იყოს, “ბორუსიას” ცუდი სეზონი მაინც არ ჰქონია და რომ არა, “ბაიერნის” ძლევამოსილება, “ვერცხლის სინს” აუცილებლად ტომას ტუხელის ბიჭები მოიპოვებდნენ. მათი მეტოქე კი უფრო მოტივირებულია. “აინტრახტი” დიდი ხანი უიმედოდ გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა ახლა საპლეი-აუთო ადგილზეა და გადარჩენის სერიოზული შანსი, იმედი გაუჩნდა. ნიკო კოვაჩის გუნდმა ბოლო ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და აღნიშნულ მატჩს კარგ განწყობაზე, რაც მთავარია, იმედიანად ხვდება.

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი კი “ბორუსია პარკზეა” ჩანიშნული, სადაც ადგილობრივი “გლადბახი” ლევერკუზენის “ბაიერს” დაუხვდება. სტუმრებმა დიდებული სპურტი მოაწყვეს და მესამე ადგილი, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გარანტიას იძლევა, უკვე გაინაღდეს. “გლადბახი” კი მეოთხეა და შესაბამისად, პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. ანდრე შუბერტის გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება, რადგან ახლა ნებისმიერი დაკარგული ქულა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. ზურგს უკან ხომ “ჰერტა” და “შალკე” არიან. ისე, მიუხედავად უმოტივაციობისა, “ლევერკუზენთან” წესით 3 ქულის მოპოვება მასპინძლებს ძალზე უნდა გაუჭირდეთ.

“შალკე” ვახსენეთ და “ხუმარები” შინ “აუგსბურგს” მიიღებენ. ანდრე ბრეიტენრეიტერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას ოდენ ქულით ჩამორჩება და იქ მოხვედრის შანსი, თან რეალური, ჯერ კიდევ გააჩნია. ოღონდ, “შალკემ” მისთვის ჩვეული არასტაბილურობა უნდა დაივიწყოს და დარჩენილი ორი თამაში უცილობლივ მოიგოს. არადა, ქულები “აუგსბურგსაც” სჭირდება, რადგან გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს და თეორიულად არსებობს შანსი, რომ გავარდეს.

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი ბერლინის “ჰერტასა” და “მაინცსაც” გააჩნიათ. არადა, ორივე გუნდს საშინელი სერია აქვს, თორემ ვინ იცის, ახლა ეგებ განაღდებულიც ჰქონოდათ ეს საგზური. ეს განსაკუთრებით დედაქალაქელებზე ითქმის. “ჰერტა” ამჯერზე შინ “დარმშტადტს” მიიღებს. რაც შეეხება “მაინცს”, სტუმრად “შტუტგარტს” ხვდება. სხვათა შორის, იურგენ კრამნის გუნდი უკვე გასავარდნ ზონაშია და ამბიციურ “მაინცთან” შვაბებს” მხოლოდ გამარჯვება თუ დააკმაყოფილებთ.

“შალკე” – “აუგსბურგი”

გელზენკიხენი, “ველტინს არენა”

7 მაისი, 17:30 საათი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; ჰოიბერგი, გორეცკა; სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ფეულნერი, გუველეეუვი, კლავანი, მაქსი; ბაიერი; კორი, კოო, ალტინტოპი, საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეინზიერლი

მსაჯი: დინგერტი

“გლადბახი” – “ლევერკუზენი”

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

7 მაისი, 17:30 საათი

“გლადბახი” (3-2-2-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, ვენდტი; სტინდლი; ჰანი, რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ბენდერი, კრამერი, ტოპრაკი, ჰენრიხსი; კამპლი, არანგიზი; მეჰმედი, ბრანდტი; კისლინგი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: დანკერტი

“ჰამბურგი” – “ვოლფსბურგი”

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

7 მაისი, 17:30 საათი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): დრობნი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; კაჩარი, ჰოლტბი; გრეგორიტში, ჰანტი, ილიჩევიჩი; ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, შაფერი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; კალიჯური, არნოლდი, შურლე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

მსაჯი: ბრანდი

“შტუტგარტი” – “მაინცი”

შტუტგარტი, “მერსედესბენცარენა”

7 მაისი, 17:30 საათი

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ლანგერაკი; გროსკროიცი, ნიედერმაიერი, შვააბი, კლეინი; რუპი; ჰარნიკი, მაქსიმი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი

მწვრთნელი: კრამნი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ბუნგერტი, დონატი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; კლემენსი, მალი, დე ბლასისი; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: აიტეკინი

“აინტრახტი” – “დორტმუნდი”

ფრანკფურტი, “კომერცბანკარენა”

7 მაისი, 17:30 საათი

“აინტრახტი” (5-2-2-1): ჰრადეცკი; რეგასელი, აბრაჰამი, რუსი, ოცზიპკა, ჯაკპა; ჰასებე, ჰუსჟტი; აიგნერი, ბენ ჰატირა; კასტაინოსი

მწვრთნელი: კოვაჩი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, ბენდერი, ჰუმელსი, შმელცერი; საჰინი, კასტრო; მხითარიანი, როისი, კაგავა; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

მსაჯი: სიბერტი

“კიოლნი” – “ვერდერი”

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

7 მაისი, 17:30 საათი

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, მლადენოვიჩი; ვოგტი, ჰექტორი; რისე, გერჰარდტი, ბიტენკურტი; მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; გრილიტში; ოზტუნალი, ფრიტცი, ბარტლესი, იუნუზოვიჩი; პიზარო

მწვრთნელი: სკრიპნიკი

მსაჯი: ცვაიერი

“ჰანოვერი” – “ჰოფენჰაიმი”

ჰანოვერი, HDI არენა

7 მაისი, 17:30 საათი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი, ანტონი, სანე, ალბორნოზი; შმიედებახი, ფოსუმი; სარენსეენ-ბაზე, კიოტაკე, კარამანი; სობიეხი

მწვრთნელი: სტენდელი

“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, ბიჩაკჩიჩი, სულე, ტოლიანი; რუდი, პოლანსკი; უტი, ამირი, ვოლანდი; კრამარიჩი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

მსაჯი: შტარკი

“ჰერტა” – “დარმშტადტი”

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

7 მაისი, 17:30 საათი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პეკარიკი; სკიელბერგი, ლუსტენბერგერი; ჰარაგუჩი, დარიდა, კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემეიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში, ვრანჩიჩი; ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

მსაჯი: ბრიხი

“ინგოლშტადტი” – “ბაიერნი”

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

7 მაისი, 17:30 საათი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; როგერი, გროსი, მორალესი; ჰარტმანი, ლეზჩანო, ლექსი

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო; დუგლას კოშტა, ვიდალი, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

მსაჯი: მეიერი

თეგებიბუნდესლიგა
0.111436