იტალიური “ემპოლის” ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ შეუმცირეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ტოსკანური კლუბის აპელაცია არ დააკმაყოფილა.
“სადისციპლინო კომიტეტმა უარყო საფეხბურთო კლუბ “ემპოლის” განცხადება ლევან მჭედლიძის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემცირების თაობაზე, რომელიც მას 25 აპრილს, “კარპისთან” მატჩში გაძევების გამო მიესაჯა”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 25 წლის ქართველი შემტევი “კარპისთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გააძევეს და 3 თამაშიანი სასჯელი მიუსაჯეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში მჭედლიძე მოედანზე ვეღარ გავა.