ავტოსპორტი

1:54 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენს“ ესპანეთის რბოლისთვის რამდენიმე სიახლე ექნება

„მაკლარენი“ ესპანეთის დიდი პრიზისთვის, თავის ბოლიდს ახალი ძირით, ფრთებით და ძარის ელემენტებით აღჭურვავს. გუნდოი იმედოვნებს, რომ ეს სიახლეები, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გაღწევის და რბოლაში უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას მისცემს.

უოკინგელები კმაყოფილები არიან იმ პროგრესით, რომელიც მათ შასის და ძალური დანადგარის ფრონტზე აქვთ. სოჭის ეტაპზე, მათ მეათედი წამი დააკლდათ იმისათვის, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლება მოეპოვებინათ. თუმცა იმედი აქვთ, რომ ამას ბარსელონადან მოყოლებული, რეგულარულად გააკეთებენ.

მაგრამ გუნდის შეფი ერიკ ბუიე პროგნოზებზე ფრთხილობს და „მაკლარენის“ ფანებს ტყუილ იმედს არ აძლევს. ის ამბობს, რომ ჯერ არავინ იცის, სიახლეები რეალურ რბოლაში უპირატესობას მოიტანს, თუ არა: „არ ვიცი, ეს სიახლეები ბარსელონაში როგორ იმუშავებს. და არ მინდა, ვინმეს რაიმე მოლოდინი ჰქონდეს. თუმცა ამის შემდეგ, მონაკოა და ის სწორედ ჩვენ შეგვეფერება. თუმცა ისიც ყველამ ვიცით, რომ ეს რბოლა ძნელად პროგნოზირებადია“.

კითხვაზე, იმის გამო, რომ ბარსელონა არ არის სიმძლავრის ტრეკი, გუნდის თავდაჯერებულობა Q3-ში გასასვლელად გაიზარდა, ბუიე პასუხობს: „არა, ჯერ თავდაჯერებულები არ ვართ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ ამას სოჭშიც შევძლებდით, მაგრამ მეათედი წამი დაგვაკლდა. კარგი სიახლე ისაა, რომ „რედ ბულთან“ ახლოს ვართ. ამ გუნდთან შედარება, მანქანის ხარისხის ასპექტში, ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგრამ მაინც უკმაყოფილო დავრჩით იმით, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ვერ გავედით“.

ბუიე დასძენს, რომ მთავარ პრობლემად, სწორ მონაკვეთებზე არასაკმრისი სიჩქარე და საწვავის ხარჯი რჩება. ის ამბობს, რომ სოჭის რბოლის მიწურულს, ფერნანდო ალონსომ საწვავის ეკონომიის გარეშე რამდენიმე წრე გაიარა და მაშინვე მის დროს წრეზე წამი მოაკლდა.

0.170037