ფეხბურთი

16:15 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
საფრანგეთი - ინგლისი 2:1 - ევრო 2004, ჯგუფური ეტაპი. 13 ივნისი, ლისაბონი

გოლები: 0:1 ლამპარდი (38), 1:1 ზიდანი (90+1), 2:1 ზიდანი (90+3, პენ)

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ფავორიტის სტატუსით ჩავიდნენ. როჟე ლემერისა და სვენ გორან ერიქსონის გუნდი ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. ისინი ერთმანეთს 13 ივნისს, ლისაბონის "და ლუჟის" სტადიონზე დაუპირისპირდნენ. თამაში ისეთი გამოვიდა, როგორი მოლოდინიც იყო - პირველი ტაიმი ალბიონელებმა ფრენკ ლამპარდის ზუსტი თავურით მოიგეს. მეორე ნახევარში "ლომებს" მეორე გოლის გატანაც მართებდათ, როცა უეინ რუნი სოლო რეიდის შემდეგ მიქაელ სილვესტრმა წააქცია საჯარიმოში, თუმცა დევიდ ბექჰემმა ფაბიენ ბარტეზს ვერ აჯობა...

მსაჯმა მატჩს სამი წუთი დაამატა და... სწორედ აქ განვითარდა მთავარი მოვლენები - ჯერ ზინედინ ზიდანმა უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ხოლო ბოლო დამატებულ წუთზე სტივენ ჯერარდმა არაზუსტ გადაცემით მეკარესთან პირისპირ ტიერი ანრი დატოვა: დევიდ ჯეიმსმა იგი წააქცია, თერთმეტრიანი კი ზიდანმა უნაკლოდ შეასრულა და ფრანგებმა პორტუგალიაში წარმატებული სტარტი აიღეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126471