სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

1:12 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

8 მაისიდან, სუმოს მექაში...

8 მაისს ტოკიოში, კერძოდ კი, სუმოს მექად წოდებულ “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტს აიღებს ნაცუ ბაშო, რომელშიც ტრადიციულად 2 ქართველი სეკიტორი ჩაებმება – ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ.

მაისის სუპერტურნირის პირველ დღეს (შო-ნიტი) ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითდა, დასავლეთისვე მე-5 მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება. მე-2 დღეს ქართველი სუმოისტის პირისპირ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკი დადგება.

რანგით გაცილებით დაბლა მდგარ მეტოქეებთან ჭიდილი მოუწევს თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუ ტოკიოში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ჩავიდა და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, დივიზიონ ძურიოში დაქვეითება მოუწევს.

ნაცუ ბაშოს სასტარტო ტურში ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ძალებს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან მოსინჯავს.

მაისის სუპერტურნირი ტრადიციულად 15 დღეს გაგრძელდება, გამარჯვებულის ვინაობას კი 22 მაისს შევიტყობთ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119305