იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იუწყება. ახალი ხელშეკრულების თამახმად, ალეგრი ტურინში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნული კონტრაქტით ბოლო მოეღო ჭორებს, რომლის თანახმადაც ალეგრი ზაფხულში თითქოს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა.
მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014 წლის ივლისიდან მოყოლებული წვრთნის და წარმატებიტაც. აღნიშნული დროიდან მოყოლებული “იუვემ” ორჯერ მოიგო სკუდეტო, თითოჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი. Gუნდი კოპა იტალიის ფინალში ამჟამადაცაა გასული, სადაც 21 მაისს, “მილანს” ეთამაშება. გარდა ამისა, “იუვემ” შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია.