ფეხბურთი

23:19 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანმა სეზონი დაასრულა

"ვესტ ჰემის" ესპანელი მეკარე სან მიგელ ადრიანი სეზონის დარჩენილ სამ თამაშს ფეხის ტრავმის გამო ვერ ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის შემდეგ ადრიანი მოვიდა და მითხრა, რომ ტკივილს გრძნობდა. დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ სეზონის დარჩენილ სამ მატჩს გამოტოვებს." - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

ესპანელი მეკარე "სუონსთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "სტოკთან" ვერ ითამაშებს. მიმდინარე სეზონში ადრიანმა 36 შეხვედრა ჩაატარა, გაუშვა 44 გოლი და 10 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.112057