ფეხბურთი

21:35 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

როგორც "ბორუსიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და საკლუბო სეზონთან ერთად, ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს. გერმანელის რეაბილიტაციის ვადა ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე სეზონში ილქაიმ 40 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112173