ფეხბურთი

19:26 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი ტრავმირებულია

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი ტრავმირებულია. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კოსტა რიკელმა მარცხენა ფეხის დაზიანება "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს გოლკიპერს დასვენება და საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს თუ არა. მიმდინარე სეზონში ნავასმა 43 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაუშვა და 21 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.108856