ფეხბურთი

15:01 | 6.05.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ვერატი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს?

იტალიის ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველის გარეშე დარჩეს. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება, მარკო ვერატი ოთხშაბათს “პარი სენ ჟერმენის” ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. წყაროს ცნობით, ვერატის საზარდულის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი გაუცდება დაზუსტებით. “გაძეტას” გამოთვლებით, ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოჯანმრთლების შანსი მხოლოდ 30%-ს უტოლდება.

მოკლედ, ანტონიო კონტეს საფიქრალი არ აკლდება. თუ ვერატიმ მწყობრში ჩადგომა ვერ მოასწრო, მაშინ იგი “სკუადრა აძურას” მეორე ძირითადი ნახევარმცველი იქნება, რომელიც საფრანგეთში ვერ ითამაშებს. პირველი მოგეხსენებათ, კლაუდიო მარკიზიოა.

იტალიურ მედიაში ვერატის შესაძლო შემცვლელად დანიელე დე როსი ესახებათ, რომელსაც კონტე ბოლო დროს აღარ სწყალობდა და დიდი ალბათობით არც ევროპის ჩემპიონატზე უპირებს წაყვანას.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:10 | 20.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:44 | 19.01.2018
Beka-1991 (596)

წესით უნდა გაამართლოს, მაგრამ სანჩესზე ძაან მწყდება გული. 30 მილიონი არ უღირდათ კი მარა ის კაცი. რობენს რო კარგი შემცვლელი უნდა ვერ შევიდა ამათ ტვინში

21:16 | 19.01.2018
ogafa (10220)

მასეა აბა

21:01 | 19.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

სალიჰამიჯიჩის თავს ვფიცავარ, ოდნავადაც არ გამკვირვებია
ტრადიციული ბავარიული სვლა განხორციელდა გერმანულ სატრანსფერო დაფაზე. მგონია რომ გამოადგებათ ეს ბიჭი.

20:59 | 19.01.2018
Adegboieodigbinde (54)

ვინმე გამოჩნდება და მაშინვე ბაიერნშია. მომაბეზრებელია უკვე.
იტალიაში იუვენტუსი, გერმანიაში ბაიერნი

0.063003