მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო ერთობ კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით და ცხოვრებაში რაიმე დიდი სიახლეების შეტანას არაფრის დიდებით არ აპირებდა, იგი თავისმა მეუღლემ, ყოფილმა მოდელმა სონია ამორუზომ მაინც დაიყოლია და სულ მოკლე ხანში დელ პიეროებს კუნძულ იბიცაზე საკუთარი ვილა ექნებათ.
ცნობილი ამბავია, რომ დელპიერო დიდი მომხვეჭველობითა და ფუფუნებისადმი ტრფობით არასოდეს გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომაც, ბევრი ქომაგისათვის მისი ხასაითის ეს შტრიხი დიდი თაყვანისცემის მიზეზი გახდა. მაგრამ სულ სხვანაირად ფიქრობს მისი მეუღლე, რომელიც იბიცაზე საკუთარ ვილაზე დიდი ხანი ოცნებობდა.
როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ალესანდრო ”ქალაქის კაცია” და როგორც ჭეშმარიტ “ურბანულ ადამიანს” ტყე-ღრესა და პლაჟებზე დიდ ხანი კორტიალი არათუ არ უყვარს, ალბათ სძაგს კიდეც, მაგრამ ცოლისა და შვილების სურვილები როდესაც ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ დიადი “დელპოც” კი უძლურია.